Account

Posts of ODISHINEWS

newest first

#26311Photo

🔴 ომის დაწყებისას ბავშვები იყვნენ, ახლა კი ფრონტზე იღუპებიან - უკრაინაში 2008 წელს დაბადებული რუსი სამხედრო მოკლეს უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი იმდენად გახანგრძლივდა, რომ ფრონტზე დაღუპულ რუს სამხედროებს შორის უკვე ის თაობაც გამოჩნდა, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას ჯერ კიდევ ბავშვი იყო. 11 ნოემბერს უკრაინაში 18 წლის რუსი სამხედრო დანილ კურლენია დაიღუპა. ის 2008 წლის 21 მაისს დაიბადა - ორი კვირის შემდეგ, რაც დმიტრი მედვედევმა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ვლადიმირ პუტინი კი პრემიერ-მინისტრი გახდა. როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, კურლენია სამი თვისაც არ იყო. როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ის 5 წლის იყო. როდესაც პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა, დანილ კურლენია მხოლოდ 13 წლის იყო. 2026 წლის მაისში ის სრულწლოვანი გახდა, ნოემბერში კი უკრაინაში დაიღუპა. უცნობია, როდის და რატომ გადაწყვიტა ახალგაზრდამ ნოვოსიბირსკის ოლქში მდებარე მშობლიური ბოლოდნოეს სახლიდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ ფრონტზე გაცვლა. გავრცელებული ინფორმაციით, კურლენია უკრაინაში დაღუპული პირველი რუსი სამხედროა, რომელიც დმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდში დაიბადა.

Open in Telegram
Views203−47%vs avg
Forwards—
Reactions5
Comments—
#26299Photo

„მხოლოდ საქართველოს შეუძლია აფხაზების გათავისუფლება“ - ჩერქეზ მოხალისეთა ყოფილმა მეთაურმა პოზიცია შეიცვალა აფხაზეთის ომის დროს იბრაჰიმ იაგანოვი ხელმძღვანელობდა ჩერქეზ მოხალისეებს, რომლებიც ქართული ძალების წინააღმდეგ იბრძოდნენ. დღეს ის აცხადებს, რომ აფხაზეთის მომავალი მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაშია შესაძლებელი, ხოლო რუსეთზე დამოკიდებულების წლების განმავლობაში რეგიონმა რეალური დამოუკიდებლობის მოპოვება ვერ შეძლო. იაგანოვმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ შეიცვალა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება და რატომ მიიჩნევს აუცილებლობად კავკასიის ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების აღდგენას.

Open in Telegram
Views453+18%vs avg
Forwards—
Reactions12
Comments—
#26298Photo

🔴 შსს-ს განცხადება ბათუმში, "ბეშიქთაშსა" და "ჰაპოელ ბერ-შივას" შეხვედრის წინა და შემდგომი მოვლენების შესახებ მას შემდეგ, რაც თურქეთის სპორტის მინისტრმა გააკრიტიკა ქართველი სამართალდამცველები და მათი მოქმედებები თურქული "ბეშიქთაშის" ფანების წინააღმდეგ "არაპროპორციულ ჩარევად" შეაფასა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს, ამავე დროს 3 პოლიციელი დაშავდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა.   "შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, საფეხბურთო კლუბების "ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელ ბეერ-შევას" მატჩთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ქალაქ ბათუმში იყვნენ მობილიზებულნი. გულშემატკივართა მსვლელობისა და უშუალოდ საფეხბურთო მატჩის მშვიდობიან ვითარებაში წარმართვის უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა მიღებული უსაფრთხოების შესაბამისი ზომები. სამართალდამცველები განაწილებული იყვნენ როგორც "ბათუმი არენას" ტერიტორიაზე, ასევე ქალაქის იმ ადგილებში, საიდანაც სტადიონის მიმართულებით გულშემატკივართა მსვლელობა იყო დაგეგმილი. ევროპის მოედნიდან "ბათუმი არენას" მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ "ბეშიქთაშის" გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით. ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ პოლიციელებს. გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება. გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს. ასევე, ცალკეული უცხოური მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. კატეგორიულად უარვყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება აღნიშნული დროშებისა და ბანერების გამოფენამდე, ჯერ კიდევ სტადიონის მიმართულებით მსვლელობისას დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა. სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება." - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, 26 ნოემბერს ბათუმში UEFA-ს ევროპა ლიგის ფარგლებში თურქული "ბეშიქთაშისა" და ისრაელის ბეერ-შევას "ჰაპოელის" მატჩი გაიმართა. თამაში თურქი ფეხბურთელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.  მატჩის დაწყებამდე "ბეშიქთაშის" გულშემატკივრებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა გამართეს. მსვლელობის დროს პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ გულშემატკივრები პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ. დაპირისპირება სტადიონზეც გაგრძელდა. თურქული მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე პალესტინის დროშა გაშალეს, მათთან პოლიციელები მივიდნენ და დროშა წაართვეს.  გულშემატკივრები ასევე სკანდირებდნენ ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს.

Open in Telegram
Views467+21%vs avg
Forwards—
Reactions5
Comments—
#26297Video
Views420+9%vs avg
Forwards—
Reactions9
Comments—
#26296Video

გიგანტური ტალღები და რეკორდული მოქცევა კალიფორნიაში - ელ-ნინიოს შედეგად სტიქიამ ცნობილი პირსის ნაწილი გაანადგურა სტიქიამ ყველაზე მეტად ორინჯისა და მონტერეის ოლქები, ასევე ქალაქი პასიფიკა დააზარალა. წყალმა სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელი უბნები დატბორა და ადგილობრივი, 350 მეტრის სიგრძის პირსის ნაწილი ჩამოანგრია - პირსი ჯერ კიდევ ზაფხულში დახურეს, როდესაც კონსტრუქციაზე ბზარები გაჩნდა. ამ დროისთვის ტალღების სიმაღლე 9-დან 15 მეტრამდე აღწევს. ხელისუფლებამ რამდენიმე პლაჟი დახურა, შტატის მასშტაბით კი მაშველებისა და სპეციალური ტექნიკის მობილიზება მოახდინა.

Open in Telegram
Views423+10%vs avg
Forwards—
Reactions9
Comments—
#26295Photo

მამაკაცი ჭრილობის მკურნალობას მრავალძარღვით ცდილობდა და კინაღამ დაიღუპა - ის მოსკოვის ოლქის ექიმებმა გადაარჩინეს შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მამაკაცს თევზაობისას ხელისგულში ანკესის კაუჭი შეერჭო. მან ჭრილობა მოიბანა და მრავალძარღვას ფოთოლი დაიდო. თუმცა მოგვიანებით ხელის მტევნისა და წინამხრის არეში ძლიერი ტკივილი დაეწყო, კანი გაულურჯდა, სხეულის ტემპერატურამ მოიმატა და ჭრილობიდან ჩირქი წამოვიდა. საბოლოოდ, მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა მძიმე ინფექცია და ქსოვილების ნეკროზი (კვდომა) დაუდგინეს. პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა სხეულის ტემპერატურის დაწევა ექიმებმა მხოლოდ მეექვსე დღეს შეძლეს. ახლა მამაკაცს დაზიანებულ ადგილზე კანის გადანერგვა სჭირდება. ექიმები მოსახლეობას შეახსენებენ, რომ თვითმკურნალობა, მათ შორის სამკურნალო მცენარეების გამოყენება, ანტიბიოტიკებით მკურნალობასა და ქირურგიულ ჩარევას ვერ ჩაანაცვლებს.

Open in Telegram
Views428+11%vs avg
Forwards—
Reactions5
Comments—
#26294Video

რუსეთში „ტრანსნეფტის“ ერთ-ერთი საკვანძო ობიექტი კვლავ იწვის ხუთშაბათს, გამთენიისას, დრონებით შეტევა განხორციელდა რუსეთის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკაში მდებარე სუბხანკულოვოს ხაზობრივ საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურზე. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ძლიერი ხანძარი და შავი კვამლის სქელი ღრუბლები ჩანს. სუბხანკულოვოს სადგური ურალში „ტრანსნეფტის“ სისტემის ერთ-ერთი საკვანძო ობიექტია. სადგური დასავლეთ ციმბირიდან და ბაშკორტოსტანიდან მიღებულ ნავთობს იღებს, ინახავს და გადატუმბავს. ნედლეული მიეწოდება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და მაგისტრალურ ნავთობსადენებს, მათ შორის უსტ-ბალიკი - კურგანი - უფა - ალმეტიევსკისა და სუბხანკულოვო - შკაპოვოს ნავთობსადენებს. სადგურის სარეზერვუარო პარკი ათი რეზერვუარისგან შედგება, რომელთა საერთო ტევადობა 160 ათასი კუბური მეტრია. სადგური უკრაინის საზღვრიდან 1 300 კილომეტრში მდებარეობს.

Open in Telegram
Views419+9%vs avg
Forwards—
Reactions12
Comments—
#26293Photo

გერასიმოვი პუტინს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილიდან რუსული ჯარების გაყვანის აუცილებლობის შესახებ მოხსენებას უმზადებს - INSIDER BLACK ვალერი გერასიმოვი ვლადიმირ პუტინს უკიდურესად მძიმე შინაარსის მოხსენებას უმზადებს, რომელიც უკრაინის დაკავებული ტერიტორიების ნაწილიდან რუსული არმიის გაყვანის აუცილებლობას ეხება. სამხედრო წრეებში არსებული წყაროების მტკიცებით, ფრონტის ამჟამინდელი ხაზის არსებული ძალებით შენარჩუნება შეუძლებელი ხდება: დანაკარგები უკვე აღემატება კონტრაქტით სამხედრო სამსახურში მიღებულთა რაოდენობას, მომზადებული რეზერვები კი პრაქტიკულად ამოწურულია. მოხსენებაში მითითებული იქნება, რომ სამხედრო შენაერთების შტატით გათვალისწინებულ და რეალურ რაოდენობას შორის სხვაობა სულ უფრო იზრდება. პოლკები კვლავ სრულად დაკომპლექტებულად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შეტევის შემდეგ ზოგიერთი ბატალიონი გაძლიერებული ასეულის ზომამდე შემცირდა. ახალწვეულებით ყველაზე სახიფათო მონაკვეთებს ავსებენ, რაც გამოფიტული ქვედანაყოფების აღსადგენად ფრონტიდან გაყვანის შესაძლებლობას არ იძლევა. გენერალური შტაბი რამდენიმე მოწყვლადი შვერილის წინასწარ დატოვებასა და ჯარების თავდაცვის უფრო მოკლე ხაზზე გადაყვანას სთავაზობს პუტინს. ეს შესაძლებელს გახდის პირადი შემადგენლობის ნაწილის გამოთავისუფლებას, მომარაგების მარშრუტების შემცირებასა და უკრაინული ძალების მიერ ფრონტის გარღვევის შემთხვევისთვის რეზერვის შექმნას. სამხედროები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უკანდახევა მანამდე განხორციელდეს, ვიდრე მოწინააღმდეგე თავად განსაზღვრავს მის მიმართულებას და ორგანიზებულ მანევრს გაქცევად აქცევს. პუტინი ნებისმიერი იმ ტერიტორიის დათმობის წინააღმდეგია, რომელიც უკვე რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა. ასეთი გადაწყვეტილება გაანადგურებს სტაბილური წინსვლის სურათს და კრემლს აიძულებს, განმარტოს, რატომ იხევს არმია კვლავ უკან რამდენიმეწლიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ. გენერალური შტაბი ერთადერთ ალტერნატივად ახალი მობილიზაციის გამოცხადებასა და ფრონტზე რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის გაგზავნას ასახელებს. წყარო: INSIDER BLACK.

Open in Telegram
Views483+25%vs avg
Forwards—
Reactions9
Comments—
#26292Video
Views371−4%vs avg
Forwards—
Reactions11
Comments—