Views growthHide views growth
Views growth
Hours after publication
Show as table
| Hours after publication | Views |
|---|---|
| 0 h | 0 |
| 2 h | 669 |
| 4 h | 812 |
| 7 h | 863 |
- After 6 hours863
- Total to date863
Hours after publication
| Hours after publication | Views |
|---|---|
| 0 h | 0 |
| 2 h | 669 |
| 4 h | 812 |
| 7 h | 863 |
Hours after publication
| Hours after publication | Views |
|---|---|
| 0 h | 0 |
| 3 h | 856 |
| 8 h | 1,010 |
Hours after publication
| Hours after publication | Views |
|---|---|
| 0 h | 216 |
| 4 h | 896 |
| 6 h | 994 |
Hours after publication
| Hours after publication | Views |
|---|---|
| 0 h | 0 |
| 3 h | 459 |
| 5 h | 643 |
| 8 h | 834 |
“მესამე რომში”არათანმიმდევრულობა შეიმჩნევა. გუშინ პუტინმა ფლოტის აღორძინებაზე და დომინაციაზე ისაუბრა, დღეს კი რუსულმა სამხედრო ფლოტილიამ ლიბიისკენ მიმავალი მარშრუტი შეცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ბენღაზიში რუსული სამხედრო ხომალდი ჩაძირა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული საზღვაო კოლონა, რომელსაც ლიბიაში სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდა, ხმელთაშუა ზღვაში უკან გაბრუნდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინული საზღვაო დრონების თავდასხმის შედეგად, გავრცელებული ცნობებით, ბენღაზის პორტში რუსული სამხედრო ხომალდი ჩაიძირა.
Open in TelegramHours after publication
| Hours after publication | Views |
|---|---|
| 0 h | 107 |
| 5 h | 664 |
| 7 h | 800 |
პუტინი: „დარწმუნებული ვარ, რომ უახლესი თაობის შეიარაღებით აღჭურვილი თანამედროვე და ძლიერი სამხედრო-საზღვაო ფლოტის შექმნის ყველა ჩვენი გეგმა დროულად და სრულად განხორციელდება, ხოლო ჩვენი ეროვნული ინტერესები მსოფლიო ოკეანის ყველა ნაწილში საიმედოდ იქნება დაცული“. თამამი განცხადებაა იმ ქვეყნის ლიდერისგან, რომელსაც შავი ზღვიდან უფლოტო ქვეყანამ აიძულა გემები გადაემალა. ხოლო წინა კვირას ფლაგმანი კორვეტი ჩაუძირეს ლიბიაში.
Open in TelegramHours after publication
| Hours after publication | Views |
|---|---|
| 0 h | 0 |
| 10 h | 698 |
| 26 h | 1,310 |
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu Agency ავრცელებს. კერძოდ, გამოცემის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში საქართველოს ელჩი, არჩილ კალანდია, 26 ნოემბერს ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მათჩის დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით დაიბარა. გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა, მომხდარი ინციდენტები ასევე განიხილა სატელეფონო საუბრისას თავის ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან.
Open in TelegramHours after publication
| Hours after publication | Views |
|---|---|
| 0 h | 0 |
| 11 h | 881 |
| 24 h | 1,200 |
ხვალ, 28 ნოემბერს, ჩვენ ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საღამოს 7 საათზე და ეს უბრალოდ სიმბოლური შეკრება არ არის, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ყოველდღიურად გრძელდება სამშობლოს ღალატი, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა არა ერთ რუს ოლიგარქს, არამედ ქართველ ხალხს ეკუთვნის, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას „ოპოზიციის ალიანსის” განცხადება გააცნო.
Open in Telegramროგორც ჩანს, რუსეთთან მოლაპარაკებებმა იმაზე უარყოფითად ჩაიარა, ვიდრე მოლოდინი არსებობდა. იმდენად ცუდად, რომ საქართველოს ხელისუფლებამ “დიპ სტეიტის” კვალიც კი დაინახა ამ ყველაფერში: არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტების და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიაში ქართული კომპანიების შეყვანა - მინდა, რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს მოვუწოდო, ამ ყველაფრით დაინტერესდნენ და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თვითონ რუსეთის ინტერესებს შეესატყვისება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მალე გაირკვევა, ამ ყველაფერში „დიფ სთეითის“ ხელი ურევია თუ უბრალოდ გაუგებრობაა.
Open in Telegramსულხან თამაზაშვილმა თურქეთის შს მინისტრს განუცხადა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს და ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ
Open in Telegramმტკიცედ ვგმობ ამ საღამოს საქართველოში ჩვენი „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ არაპროპორციულ ჩარევას, - ამის შესახებ განცხადებას თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, ოსმან აშქინ ბაქი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „გვერდში ვუდგავართ „ბეშიქთაშს”. მტკიცედ ვგმობ ამ საღამოს საქართველოში ჩვენი „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ არაპროპორციულ ჩარევას. ვეწინააღმდეგებით დისკრიმინაციისა და უსამართლობის ნებისმიერ ფორმას, რომელიც შეუსაბამოა სპორტის საყოველთაო ღირებულებებთან. გავაგრძელებთ თურქული სპორტისა და ჩვენი გულშემატკივრების უფლებების მტკიცედ დაცვად ყველა პლატფორმაზე,” - წერს ბაქი.
Open in Telegramყველაზე კარგად ეს მოვლენები ჩვენმა მომხმარებელმა და მეგობარმა შეაფასა. მართლაც რომ რა ზუსტი კითხვაა. არაფრიდან შარი. მოწმენდილ ცაზე. რეპუტაციული ზიანი და თურქი მაღალჩინოსნების კრიტიკა და გაშავება. კიდევ ეს უნდოდა ჩვენ დიპლომატიას ბონუსად.
Open in Telegramბათუმში, თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე მომხდარი ფიზიკურიდაპირისპირების გამო, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებისას „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხვადასხვა საგანს ესროდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პირია დაკავებული. მომხდარი დაპირისპირების გამო მატჩი დროებით შეწყდა, თუმცა ამ დროისთვის განახლდა. შეგახსენებთ, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და ბეერ-შევას „ჰაპოელს“ შორის სტამბოლის ნაცვლად ბათუმში იმართება.
Open in Telegramმინსკში გამართული ქართულ-რუსული მოლაპარაკებების შედეგები - რა საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ მხარეები? ბელარუსში საქართველოსა და რუსეთის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ მხარეებმა პრაქტიკული შეთანხმებებისა და პოზიტიური დღის წესრიგის შესახებ ისაუბრეს. თუმცა, რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა მოლაპარაკებების პრობლემურ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ქართული მხარე ოქტომბერში დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ელოდა, რომლებიც ქართული პროდუქციის, მათ შორის ღვინის, რუსეთში იმპორტს ეხება, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. რუსულმა მხარემ შეზღუდვები პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიებითა და ბრალდებებით ახსნა, თითქოს ქართველი მწარმოებლები უკრაინის სასარგებლოდ ომს აფინანსებენ. მხარეებმა შეთანხმებას ვერც განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე მიაღწიეს. ასევე, კვლავ გამოიკვეთა უთანხმოება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით. რუსული მხარის მიერ შეთავაზებული ზოგიერთი ჰუმანიტარული ინიციატივა ქართულმა მხარემ მიუღებლად მიიჩნია, რადგან, მათი შეფასებით, ეს საქართველოს პრორუსულ ჭრილში წარმოაჩენდა. მიუხედავად არსებული უთანხმოებებისა, ზურაბაშვილმა დიალოგის გაგრძელებას პრობლემების გადაჭრის გზების მოსაძებნად აუცილებელი უწოდა.
Open in Telegramსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრები, შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვში გაიმართოს. მისი მტკიცებით, „მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი“. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არავითარ რისკს არ ქმნის და ეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასთან არაფერ კავშირშია. ამასთან, პრემიერი ამბობს, რომ „არც დროშების განთავსება და არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ ეწინააღმდეგება არაღიარების პრინციპს“. „ეს შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც. თუ ასეთი მიდგომა იქნება, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მონაცვლეობით ჩატარდეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში. აქ მთავარია პრინციპების დაცვა. ამ პრინციპების დაცვისთვის განმსაზღვრელი არის, რომ მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი. ფორმატი არ შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ რისკებს, მაგალითად იგივე აღიარების კუთხით, ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით. მოსკოვსა და თბილისში ამ შეხვედრების გამართვა არავითარ რისკს არ ქმნის. მთავარი არის, რომ არც ერთმა თუნდაც ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას. არც დროშების იქ განთავსება, არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს,“ - განაცხადა კობახიძემ, რომელმაც ასევე აღნიშნა: “მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა”.
Open in Telegram“მესამე რომს” პრობლემები აქვს: „მედიაზონა“ და „მედუზა“: უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ შესაძლოა 720 ათასს გადააჭარბა. ჟურნალისტების შეფასებით, რომელიც რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის (როსსტატის) მონაცემებს, დაღუპულთა სახელობით სიებსა და სხვა წყაროებს ეფუძნება, 2026 წლის შემოდგომისთვის დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ შესაძლოა 720 ათას ადამიანს გადააჭარბა. კვლევა ითვალისწინებს არა მხოლოდ ოფიციალურად რეგისტრირებულ გარდაცვალების შემთხვევებს, არამედ უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედროებსა და იმ შემთხვევებსაც, რომელთა შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სტატისტიკაში ჯერ არ ასახულა. წყარო: „მედიაზონა“ და „მედუზა“.
Open in TelegramHours after publication
| Hours after publication | Views |
|---|---|
| 0 h | 0 |
| 58 h | 1,510 |
| 68 h | 1,540 |
სალომე ზურაბიშვილი - 28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი და გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე - ერთად დგომით უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენ არ ვეგუებით
Open in TelegramHours after publication
| Hours after publication | Views |
|---|---|
| 0 h | 0 |
| 60 h | 1,410 |
| 67 h | 1,430 |
ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ხომ [ციხეში]? -ასე მიმართა ბრალდებულმა ვატო ყიფიანმა პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილს საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულების - ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანის და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე “კაწროს” სასამართლო სხდომა გაიმართა. პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის განცხადებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობის შეცვლის საფუძველი არ არსებობს. პროკურორმა დაასახელა ის საფრთხეები, რომელიც მათი გათავისუფლების შემთხვევაში დადგება. მისი თქმით, არსებობს მიმალვისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეები. “ავთანდილ ბილანიშვილის მიმართ წარსულში სასამართლომ არაერთხელ გამოიყენა სასჯელის სახით ჯარიმა. იყო ნასამართლევი ცივი იარაღის ტარებისთვის. ძალადობრივი კატეგორიის დანაშაული აქვს ჩადენილი”, - განაცხადა ვახტანგ ხარებაშვილმა. ბრალდებულმა ავთანდილ ბილანიშვილმა პროკურორს ასე უპასუხა: “ბატონო პროკურორო, როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას”, - მიმართა ავთანდილ ბილანიშვილმა პროკურორს. ასევე, პროკურორმა ხაზი გაუსვა, რომ ბილანიშვილი “ცივ იარაღსაც ატარებდა”, რასაც ბილანიშვილის შემდეგი რეპლიკა მოჰყვა: “გაგახარებთ ღმერთი”. საბოლოოდ, სასამართლომ ბრალდებულთა მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა. ცნობისთვის, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას ედავებიან. უფრო კონკრეტულად კი, ისინი 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს, რა დროსაც დაკავებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Open in Telegramაშშ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ბიზნესგარიგებებს აღარ სთავაზობს, - ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში რუსეთს სხვადასხვა სახის ბიზნესგარიგებებს სთავაზობდნენ. წყაროების თქმით, თავდაპირველად, რუსეთი ენერგეტიკისა და ავიაციის სფეროებში გარიგებების მიმართ ინტერესს იჩენდა, თუმცა ბოლო დროს კრემლის მხრიდან ეს ინტერესი გაქრა. ოფიციალური პირების განცხადებით, კრემლი ახლა მოლაპარაკებებში აქცენტს ტერიტორიულ საკითხებზე აკეთებს, კერძოდ უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობას ითხოვს. გამოცემის წყაროების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ევროპელებს აცნობეს, რომ რუსეთთან ბიზნესგარიგებები მოლაპარაკებების საკვანძო ნაწილს აღარ წარმოადგენს.
Open in Telegramაშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი კიბერშეტევის სამიზნე გახდნენ. გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, კიბერშეტევის შედეგად არასაიდუმლო ინფორმაცია გამჟღავნდა. არ გამოირიცხება, რომ თავდასხმის შედეგად აშშ-ის სხვა სამთავრობო უწყებებიც დაზარალდნენ. გავრცელებული ცნობების თანახმად, საიდუმლო ინფორმაციაზე თავდამსხმელებს წვდომა არ მოუპოვებიათ. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დგას კიბერშეტევის უკან.
Open in Telegramპუტინი რუსულ ნავთობგადამამუშავებელ სექტორზე თავდასხმის გამო, შურისძიების პირობას დებს. რუსულ Z საზოგადოებაში საზოგადოების ნაწილი კითხულობს - ჩამოშლილი ხიდის პასუხი უკვე იყო თუ ჯერ არა? რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინული ძალები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე თავდასხმებს განაგრძობენ, რასაც რუსეთის მხრიდან გარდაუვალი პასუხი მოჰყვება. „ჩვენ ვხედავთ, რომ კიევის რეჟიმი არ წყვეტს ჩვენს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე თავდასხმებს. მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდებისა და პირდაპირი თხოვნისა, თავი შეიკავონ მსგავსი თავდასხმებისგან, კიევის ხელისუფლება ამ რჩევებს არ ითვალისწინებს. ჩვენი მხრიდან საპასუხო მოქმედებები გარდაუვალია და ეს ყველამ უნდა იცოდეს“, - განაცხადა პუტინმა. საწვავისა და ენერგეტიკის სექტორის განვითარების საკითხებზე გამართულ თათბირზე პუტინმა ასევე მოითხოვა ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების უსაფრთხოების გაძლიერებისა და იქ დასაქმებული თანამშრომლების დაცვის საკითხების განხილვა.
Open in Telegramთბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბი მოხდა, რა დროსაც 65 წლამდე მამაკაცი წაიქცა და თავის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და პოლიციაშია გადაყვანილი. შემთხვევა ახლახან მოხდა, შესაბამისად, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
Open in Telegramრუსული „შაჰედი“ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქალაქ ხელმის მახლობლად დაფრინავდა - პოლონეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მისი ჩამოგდება არ განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, ლუბლინის სავოევოდოს აღმოსავლეთ ნაწილში მოსახლეობა შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილეს, ხოლო საჰაერო თავდაცვის ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. პოლონელი სამხედროები უპილოტო საფრენ აპარატს რადარების საშუალებით აკვირდებოდნენ და მისი ჩამოგდების ნებართვაც მიიღეს, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნის რისკის გამო შეიარაღების გამოყენებაზე უარი თქვეს. საბოლოოდ, რუსულმა დრონმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დატოვა და უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნდა. პოლონეთში აცხადებენ, რომ თუ კი დრონის ჩამოგდების აუცილებლობა დადგებოდა, პოლონეთის ჰაერსაწინააღმდეგო ძალები, ამას დაუყონებლივ გააკეთებდნენ.
Open in Telegramგავრცელებული ინფორმაციით, Nvidia-მ ჯენსენ ჰუანგი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღადგინა - კომპანიის აქციები 28%-ზე მეტით გაძვირდა. გავრცელებული ცნობით, Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ ჯენსენ ჰუანგის კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც. „ქვეყანას Nvidia-ში ჯენსენის ლიდერობა სჭირდება, რათა უზრუნველყოს არა მხოლოდ კომპანიის, არამედ ამერიკის ეკონომიკის წარმატება და კეთილდღეობა“, - ნათქვამია ტრამპის სახელით გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციის თანახმად, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჰარვი ჯონსი ინვესტორებს არწმუნებდა, რომ ჰუანგის დაბრუნება არ განიხილებოდა. თუმცა აშშ-ის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრების შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ მისი დანიშვნა ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ჰუანგის დაბრუნებას მხარს უჭერდნენ დონალდ ტრამპი, ილონ მასკი და პეტიციის ხელმომწერები, რომელთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. ამასთან, გავრცელებული ცნობით, შიდა გამოძიება და კონგრესში 1 დეკემბრისთვის დაგეგმილი დახურული მოსმენები ძალაში რჩება.
Open in Telegramზელენსკიმ ლიბიის სანაპიროსთან რუსულ ხომალდებზე თავდასხმა დაადასტურა - მისი განცხადებით, რუსული კორვეტი „მერკური“ ჩაიძირა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ ხომალდებზე განხორციელებულ ოპერაციას სანიმუშო უწოდა. მისი განცხადებით, ოპერაციაში უკრაინული წარმოების შვიდი საზღვაო დრონი მონაწილეობდა. „მიუხედავად მოწინააღმდეგის ყველა მცდელობისა, ხელი შეეშალა ჩვენთვის, ჩაძირულია რუსული კორვეტი „მერკური“. ეს მათი ერთ-ერთი უახლესი ხომალდია, რომელიც რუსეთის ფლოტმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2023 წელს მიიღო. კორვეტთან ერთად განადგურდა Ка-27 ტიპის სამხედრო ვერტმფრენიც. ჩვენი მეორე სამიზნე იყო რუსული სატვირთო გემი MV ANGARA, რომელსაც მოწინააღმდეგე შეიარაღების გადასაზიდად იყენებდა. შედეგი - გემი დაზიანებულია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
Open in Telegram